დიდი პოლიტიკური კრიზისი "ოცნებაში" - რა ხდება მმართველ გუნდში
რა ხდება "ქართულ ოცნებაში" - მმართველი პარტიის ლიდერები დუმილის რეჟიმში არიან. არცერთი მათგანი საზოგადოებასთან არ ჩნდება და არ ამბობს, რა ხდება პარტიაში.
არსებული ინფორმაციით, რუსული კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატების ნაწილს დუმილის სანაცვლოდ დასაქმებას საჯარო სამსახურებში პირდებიან. ერთ-ერთი ვერსიით, დეპუტატი ჩაჩიაბაი თავდაცვის უწყებაში გადაჰყავთ, გეგმები აქვთ კოვზანაძესთან და ხელაშვილთან დაკავშირებითაც.. რაც შეეხება სერკეენკოს და იობაშვილს, მათ "ქართული ოცნების" პირობებსი მუშაობა არცერთ თანამდებობაზე არ უნდათ.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლებსი ჩამოშლა დაწყებულია.
ჩამოშლა ხელისუფლების დაწყებულია. კატასტროფულად ჩამოიშლებიან. საინტერესო მოვლენები ვითარდება და რეალურად, "ქართული ოცნება" დარჩება მამა-მარჩენალის გარეშე. ეს ყველა ის ადამიანია, რომელიც "ქართულ ოცნებაში" კობახიძეს და ღარიბაშვილს არ მოუყვანით, ისინი პირადად ბიძნა ივანიშვილის გარემოცვა იყვნენ და მისი მოყვანილები არიან, ამიტომ მათი ეს განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს, რომ ბიძნა ივანიშვილმა დიდი ხანია უკვე ხელი დაუქნია "ქართულ ოცნებას", - ამბობს "ტრიბუნას" თავმდჯომარე დავით ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლიკანში მმართველმა პარტიამ საგანგებო შეხვედრა გამართა.