"ოცნებიდან" წამსვლელებზე არ გვიმსჯელია - გიორგი ცაგარეიშვილი ლიკანში გამართულ შეხვედრაზე

19.03.23 17:07
"ოცნებიდან" წამსვლელებზე არ გვიმსჯელია - გიორგი ცაგარეიშვილი ლიკანში გამართულ შეხვედრაზე

ფარქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირწმუნება, რომ ლიკანში გამართულ შეხვედრაზე მმართველ პარტიას "ოცნებიდან" წამსვლელ დეპუტატებზე არ უმსჯელია. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ლიდერებმა მხოლოდ განვლილი მოვლენები შეაჯამეს. 

ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით. ამ წასვლებზე და ამ ადამიანებზე ნამდვილად არ გვიმსჯელია, შეგიძლიათ სხვასთანაც გადაამოწმოთ. ვისაუბრეთ განვლილ მოვლენებზე, შემდგომ გზებზე, - თქვა ცაგარეიშვილმა.