"არაფერზე გვიმსჯელია, მშვიდად იყავით" - ზავრადაშვილი უმრავლესობის შეხვედრაზე

19.03.23 17:14
"არაფერზე გვიმსჯელია, მშვიდად იყავით" - ზავრადაშვილი უმრავლესობის შეხვედრაზე

რაზე იმსჯელა მმართელმა პარტიამ ლიკანში - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირმა  ზავრადაშვილი ამბობს, რომ საკითხზე პარტიის ლიდერი ისაუბრებს.

მმართველი გუნდის წევრის თქმით, ის, რაზეც სახელისუფლებო გუნდმა დახურულ რეჟიმში იმსჯელა, მედიისთვსი საინტერესო არ არის. 

უმრავლესობის სხდომა იმიტომ იმართება და მსჯელობა იმიტომ მიდის მარტო უმრავლესობისთვის, რომ ტვ პირველისთვის და სხვა საინფორმაციოებისთვის გარეთ გამოვიდეს ის, რასაც გამოიტანს პარტიის ლიდერი. ასე რომ, შიგნით რაზე ვილაპარკეთ, ეს მემგონი, თქვენთვის, წესით და კანონით საინტერესო არ უნდა იყოს. მერე რა, რომ პარლამენტის წევრებს ეხება, არავისზე არაფერი გვიმსჯელია, იყავით მშვიდად. შეუნარჩუნდებათ, არ შეუნარჩუნდებატ, ამ კითხვებს, მომავალ კვირაში იქნება სესია, თქვენ თვითონ წარმომადგენელი გყავთ პარლამენტშ და ნახავს ის ყველაფერს, - თქვა ზავრადაშვილმა.