წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით საკუთარი გადაწყვეტილებების გამო არავინ ისჯება - ვოლსკი "წამსვლელებზე"

19.03.23 17:28
წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით საკუთარი გადაწყვეტილებების გამო არავინ ისჯება - ვოლსკი "წამსვლელებზე"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მმართველ გუნდში ცვლილებებს, ფაქტობრივად, ადასტურებს. გიორგი ვოლსკის ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოზრაობის" ხელისუფლებსგან განსხვავებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ადამიანები საკუთარ არჩევანში თავისუფლები არიან.

ადამიანები თავისუფლები არიან და თავისი თავისუფლებისთვის არავინ ისჯება განსხვავებით იმ პერიოდისა, როდესაც ის პარტია განაგებდა, რომელიც დღეს განაგებს თქვენს ტელევიზიას. ესაა რეალობა, მედიასაშუალებები ცდილობენ ამისგან შექმნან ისეთი ტრაგედია, თითქოს რაღაცა ნგრევა და რღვევა მიმდინარეობს ქვეყანაში. ყველა ადამიანი არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, თუკი საქართველოს ხელისუფლება რაიმე ნაბიჯს დგამს, ეს არავის ინტერესების გათვალისწინებით არ ხდება, მითუმეტეს, რუსეთის ინტერესბეის გათვალისწინებით, - თქვა ვოლსკიმ 

გიორგი ვოლსკი ასევე, იმედოვნებს, რომ დავით სერგეენკო მმართველ გუნდს არ გაემიჯნება. 

დარწმუნებული ვარ, რომ დავით სერგეენკო, რომელიც ამ პარტიის მშენებლობაში იღებად მონაწილეობას, არანაირ პოლიტიკურ გამიჯვნას არ გააკეთებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის პარლამენტთან მიმართებაში, იქნება თუ არ იქნება, წავა თუ არ წავა, ეს მასზეა დამოკიდებული, - თქვა პარლამენტის ვიცე სპიკერმა. 

მმართველი გუნდის ლიდერმა ასევე, ის საკიტხები ჩამოთვალა, რომელზეც გუშნ ლიკანში გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე იმსჯელეს. 

ყველაფერზე იყო საუბარი, ნებისმიერი მიმდინარე პროცესზე. ნორმალურია ალბათ. იქ პარლამენტარების დიდი ჯგუფი იყო, მაგრმა პოლიტიკური პროცესების გარდა, იყო მთელი რიგი საკითხები, რომელიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. სოციალური საკითხები, მთლის კანონთან დაკავშირებით ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, იმ თემებზეც იყო საუბარი, მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი, - თქვა ვოლსკიმ.