ხუნდაძის სიძის აშშ-ში გაქცევა, დემონტრაციული განაცხადია - ნიკუშა ფარულავა
სამოქალაქო აქტივისტი ნიკუშა ფარულავა ფიქრობს, რომ ხუნდაძის სიძე ამერიკაში, პირველ რიგში, საკუტარ სიმამრს გაექცა. აქტივისტის თქმით, როდესაც გაქცევის ამ ზგას ირჩევ, ნიშნავს, რომ დემონსტრაციულ განაცხადს აკეთებ.
ის სიძე ალბათ მის სიმამრს გაექცა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ართმევდა თავისუფლებას და გადაწყვიტა, რომ მართლა თავისუფალ სამყაროში ასე წვალებით გადასულიყო და გაქცეულიყო. უზრუნველყოფილი ადამიანი მაინც წავიდა იქ, რასაც ლანძღავს მისი სიმამრი და რის დისკრედიტაციასაც ეწევა მთელი მისი კარიერა. როდესაც ამ გზას ირჩევ, ე.ი. დემონსტრაციულ განაცხადსაც აკეთებ, - ამბობს ფარულავა.
"რუსული კანონის" ავტორს, დიმიტრი ხუნდაძეს სიძე, საქართველოდან ამერიკაში არალეგალური გზით წავიდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, არალეგალური გზით ამერიკაში შეღწევის გეგმის სისრულეში მოყვანა მირიან ოქროპირიძემ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. წყაროს თქმით, თინათინ ხუნდაძის ქმარი შუამავალთან მოლაპარაკებებს 2022 წლის ბოლოდან აწარმოებდა.
ხუნდაძის სიძის აშშ-ში არალეგალურად წავლის ფაქტს "შაბათის ეთერთან" ადასტურებენ მირიან ოქროპირიძის დედაც და ცოლიც.