ჩხენკელს უშვებენ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი განიხილება
სამთავრობო გუნდში ერთი მინისტრი იცვლება. მიხეილ ჩხენკელს სახლში უშვებენ. "პირველების" ინფორმაციით, საკადრო ცვლილები სტუდენტების აქციებმა განაპირობა. ღარიბაშვილმა ჩხენკელის შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო. ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი ამილახვარი განიხილება.
ლიკანში უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე მმართველი გუნდის დეპუტატები საჯაროდ საუბარს ვერ ბედავენ. უმრავლესობა ამბობს, რომ განცხადებას ირაკლი კობახიძე გააკეთებს.
ჯერჯერობით ისევ უცნობია, დატოვებენ თუ არა პარლამენტში რუსული კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატებს თუ მეათე მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" პარტიული სიიიდან სხვა წევრები შეჰყავთ.
ამ დროის მონაცემებით, ივანიშვილის პოლიტიკური გაერთიანებიდან წასვლა სულ მცირე ოთხს ადამიანს უნდა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.