შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სკანდალში ეხვევა - როგორ ატერორებს უწყება გალელებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიდ სკანდალში ეხვევა. საჯაროვდება გალელებსა და სამინისტროს წარმომადგენელს შორის არსებული მიმოწერები, საიდანაც ირკვევა, რომ სამინისტროს წარმომადგენლის გარეშე მოქალაქეებს ენგურის ხიდზე არ უშვებენ.
სქემა შემდეგნაირია: ხიდზე მისულმა გალელებმა სამინისტროს წარმომადგენელს თორნიკე ხონელიძეს "ვოთსაფზე" უნდა აცნობოს, ვინ არიან, სად მიდიან, რა პროდუქტი მიაქვთ და რამდენი და თუ ხონელიძე თანხმობას გასცემს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაივლიან ენგურის ხიდს.
ერთ-ერთი მოქალაქე ხონელიძეს წერს, რომ ცხოვრობს გალში და უნდა 20 კილო ყველისა და 50 ლიტრი ღვინოს გადატანა. სამინისტროს წარმომადგენელი კი ჯერ მოქალაქესთან არკვევს ,რისთვის უნდა ყველი, რომელ დღესასწაულზე უნდა გამოიყენოს და საიდან მიაქვს, შემდეგ კი 20 კილოს ნაცვლად მხოლოდ 5-ის გადატანის ნებართვა გასცა.
ვრცლად გალელების ტერორის შესახებ ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.