ირაკლი ზარქუას დის ქმარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 მილიონ ლარს მიიღებს

19.03.23 20:16
ირაკლი ზარქუას დის ქმარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 მილიონ ლარს მიიღებს

"ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას დის ქმარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 მილიონ ლარს მიიღებს. დიზაინერ ნინა ზარქუას მეუღლემ შიდა ქართლში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში სკოლები და ბაღები უნდა ააშენოს,  ზოგიერთ შემთხვევაში კი გაარემონტოს. ამის მიუხედავად, მის  კომპანიას საჭირო გამოცდილება საერთოდ არ აქვს. უფრო მეტიც, სახელმწიფო ტენდერშიც კი პირველად იღებს მონაწილეობას.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა  ოფიციალური დოკუმენტები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ "ოცნების" დეპუტატის სიძის კომპანიას სატენდერო პირობებიც კი მოარგეს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.