ბოროტი სახელმწიფო უკრაინელების ტერორზე პასუხს აგებს - ზელენსკი

20.03.23 10:50
ბოროტი სახელმწიფო უკრაინელების ტერორზე პასუხს აგებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ მოქალაქეებს მორიგ ჯერზე მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ რუსეთი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხს აუცილებლად აგებს. 

ბოროტი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის კიდევ ერთი კვირა დასასრულს უახლოვდება. კიდევ ერთი კვირა, როდესაც ყოველ დღე, ყოველ ღამე, რუსული არმია ჭურვებს ესროდა და უკრაინის ქალაქებს, სოფლებს, და ხოცავდა ჩვენს ხალხს.

კამიანსკე ზაპორიჟიას რეგიონში, ბერისლავი ხერსონის რეგიონში, მარჰანეც დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ავდიივკაში, კრამატორსკში და კოსტიანტინივკაში დონეცკის რეგიონში, კოსტიანტინივკა სუმის რეგიონში... და ათობით და ათობით სხვა უკრაინული ქალაქი და სოფელი, რომლებსაც რუსი ტერორისტები დაარტყეს მხოლოდ ამ კვირაში. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა ნათესავები, საყვარელი ადამიანები...

ბოროტი სახელმწიფო პასუხს აგებს უკრაინელების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორის ყველა აქტზე. ამ კვირამ საბოლოოდ მოიტანა ნამდვილად მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი უკრაინისთვის, სამართლიანობისთვის. მომენტი, რის შემდეგაც უდავო ხდება, რომ რუსეთისთვის ამ აგრესიის დასრულება მისი პასუხისმგებლობის სრული სპექტრი იქნება.

ოკუპანტის გაძევება, ჩვენი მიწის ყველა კვალის გაწმენდა ბოროტი სახელმწიფოსგან და ტერორისტების დასჯა ჩვენი ამოცანაა. დავალებები, რომლებსაც ჩვენ შევასრულებთ.
ჩვენ უკრაინელები ერთიანები ვართ და მსოფლიო ერთიანია.

დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის! ვინც იბრძვის დონეცკისა და ლუჰანსკის რაიონებში, ვინც იცავს ჩვენს სამხრეთს, ვისაც უჭირავს ჩვენი საზღვარი. დიდება ყველას, ვინც ჩვენი მიწების დეოკუპაციას ამზადებს!

მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც რუსულმა ტერორმა, რუსულმა ბომბებმა და რუსულმა ნაღმებმა იმსხვერპლა.
დიდება უკრაინას! - განაცხადა ზელენსკიმ.