პოლიტიკური გაყრა "ოცნებაში" - წყაროს ცნობით, კობახიძე "წამსვლელებს" ევაჭრება

20.03.23 11:15
პოლიტიკური გაყრა "ოცნებაში" - წყაროს ცნობით, კობახიძე "წამსვლელებს" ევაჭრება

პოლიტიკური გაყრა "ქართულ ოცნებაში" - ოფიციალურ განცხადებას ირაკლი კობახიძე, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გააკეთებს.

"პირველების" ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ახლა ცდილობს, პარლამენტიდან წამსვლელი დეპუტატები მთავრობაში გადაიყვანოს. სწორედ ამიტომ გარკვეული დეპუტატებისთვის მთავრობაში კაბინეტები უკვე მზადდება. 

ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ დავით სერგეენკო პოლიტიკაში ყოფნა აღარ სურს. "ქართულ ოცნებას" ტოვებს ირაკლი კოვზანაძეც, რომელიც, სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკში გადაინაცვლებს.

მთავრობაში კაბინეტები ახლა ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და ნინო იობაშვილისთვის მზადდება.

წამსვლელი დეპუტატები პარლამენტში ამ დრომდე არ გამოჩენილან. "ქართული ოცნების" რიგითი დეპუტატები კი უკვე აღარ მალავენ, რომ მათ რიგებში წასვლის მსურველები ნამდვილად არიან.

პარტია ცოცხალი ორგანიზმია, თუ ვინმე წასვლას გეგმავს, ამას ჩვენ უახლოეს დღეებში გავიგებთ. მოგეხსენებათ, სასესიო კვირაა და ყველაფერი ნათელი გახდება. ასევე თუ ვინმე აღმასრულებელ ხლეისუფლებაში გადაინაცვლებს, ესეც ნორმალური პროცესია. რაც შეეხება იძულებას, წამებას და სხვა მსგავს რაღაცეებს, ბუნებრივია, ეს არის აბსურდი,  - ამბობს  მაია ბითაძე.