"ოცნება" დილის ცვარივით აორთქლდება - გია ბარამიძე
ენმ-ს წევრი გია ბარამიძე "ქართულ ოცნებაში" არსებულ კრიზისს ეხმიანება და ამბობს, რომ პუტინისტური, საკუთარ ინტერსებზე ორიენტირებული ხელისუფლება ქვეყანაში დიდხანს ვერ იბოგინებს.
როგორც დილის ცვარი ისე აორთქლდებიან, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები, მათ არ აქვთ ფასეულობა, მათ არ აქვთ სამშობლო. ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ფულის გარშემო და ხელისუფლებისთ სარგებლობის ინტერესის გარშემო შემოკრებულები. საქართველოში პუტინისტური, მოღალატეობრივი, რუსული რეჟიმი დიდხანს ვერ იბოგინებს, - თქვა ბარამიძემ.