სტუდენტები ხელისუფლებას: მისამართი შეგეშალათ!

20.03.23 11:32
სტუდენტები ხელისუფლებას: მისამართი შეგეშალათ!

"ხელისუფლებას მისამართი შეეშალა"- აქციაში მონაწილე სტუდენტები ამბობენ, რომ განათლების მინისტრის ცვლილებით, ისინი ახალგაზრდებში არსებულ პროტესტს ვერ ჩაახშობენ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ნიკო მანაგაძე "პირველებთან" ამბობს, რომ ხელისუფლებას რეპრესიები არ გამოუვა და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტ გაბრაზებულ ახალგაზრდას მიიღებს: 

ამ დემონსტრაციული გადაწყვეტილებით, მათ გადაწყვიტეს, აკადემიური სფერო დაიმორჩილონ. სტუდენტები ლექტორები სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით გააჩუმონ, თუმცა ვფიქრობ, ხელისუფლებას მისამართი შეეშალა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი მეთოდებით ბრძოლა უბრალოდ მათთვის  ვერანაირი შედეგით დასრულდება - შედეგი იქნება ის, რომ კიდევ უფრო მეტ გაბრაზებულ ახალგაზრდას მიიღებენ"- განაცხადა სტუდენტმა. 

 ახალგაზრდების თქმით, მინისტრის გაშვებით ჯამი არ იცვლება: 

მიხეილ ჩხენკელი იქნება მინისტრი თუ გიორგი ამილახვარი, შესაკრებთა გადადგილებით ჯამი არ იცვლება. ხელისუფლება ახლა ცდილობს, მინისტრად უფრო მორჩილი ადამიანი დანიშნოს.  ვნახეთ, რომ მიხეილ ჩხენკელმა პროტესტი ვერ ჩაახშო, ფიქრობენ, რომ გიორგი ამილახვარი, რომელიც გამოირჩევა ცინიკური პოსტებით (ვაკის პარკის ტრაგედიისას გაკეთებული განცხადებები) იქნება უფრო მორჩილი ადამიანი"- თქვა კიდევ ერთმა სტუდენტმა.  

წყარო "პირველებს" უყვება, რომ განათლების მინისტრს სტუდენტების აქციებში ჩართვა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლები არ აპატიეს. მიხეილ ჩხენკელი თანამდებობიდან მიდის და მის ნაცვლადდდ პარლამენტარი  გიორგი ამილახვარი ინიშნება.