შეუშვით პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან - აქცია საგარეოსთან
აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან - ილია დარჩიაშვილის უწყებასთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მისცეს პოლონელ ექიმებს.
ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მიხეილ სააკაშვილი 60 კილოგრამს იწონის.