Credit Suisse გაიყიდა

20.03.23 11:22
Credit Suisse გაიყიდა

Credit Suisse გაიყიდა, ის უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, UBS-მ $3.2 მილიარდად შეისყიდა.  პარასკევის მდგომარეობით, Credit Suisse-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შვიდ  მილიარდ დოლარზე მეტი იყო რაც იმას ნიშნავს, რომ ის საბაზრო ღირებულებაზე თითქმის ორჯერ უფრო იაფად გაიყიდა.

ირკვევა, რომ Credit Suisse-ის ინვესტორები კომპანიის ყოველი 22.5 აქციის სანაცვლოდ UBS-ის 1 აქციას მიიღებენ. ბანკების შერწყმის შემდეგ კი, UBS-ის აქტივების მოცულობა 5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

UBS-მა შვეიცარიის ცენტრალური ბანკის მხრიდან 108 მილიარდი დოლარის შეღავათიანი სესხიც უნდა მიიღოს, თანხის ნაწილი კი ბანკის რესტრუქტურიზაციას და Credit Suisse-ის ვალდებულებების გადაფარვას უნდა მოხმარდეს.

აღსანიშნავია, რომ პარასკევის მდგომარეობით, Credit Suisse-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 7.5 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საბაზრო ღირებულებაზე თითქმის ორჯერ უფრო იაფად გაიყიდა. შედარებისთვის, UBS-ის კაპიტალიზაცია 60 მილიარდ დოლარს აღწევს.

ეს ის ბანკია, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილს აქვს დავა.