წყარო: კობახიძემ "წამსვლელებს" მანდატების დატოვება მოსთხოვა
"ქართული ოცნებიდან" დეპუტატების წასვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საორგანიზაციო დეპარტამენტში პირველი განაცხადი უკვე შევიდა. ირაკლი კოვზანაძემ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა მოითხოვა.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ კობახიძე რუსული კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატებს არ ენდობა, ამიტომ სერგეენკოს, კოვზანაძეს, ჩაჩიბაიას, იობაშვილს, ხელაშვილს მანდატების დატოვება მოსთხოვეს.
მეათე მოწვევის პარლამენტისთვის კობახიძე-ღარიბაშვილისთვის ყველაზე სანდო ადამიანებს ამზადებენ. წამსვლელებს კი საჯარო სამსახურში დასაქმებას პირდებიან, რომ პოლიტიკური გაყრა უხმაუროდ მოხდეს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით სიახლეებს საზოგადოებას პრემიერი გაანცობს. პაპუაშვილის ასევე გუნდიდან ირაკლი კოვზანაძის წასვლას ეხმიანება და ამბობს, რომ დეპუტატი საკუთარ პროფესიას დაუბრუნდა და მმართელი პარტიიდან წასვლის სხვა მიზეზი არ არსებობს.
რაც შეეხება ბატონ ირაკლის, ის ამაზე თავადაც ისაუბრებს, მას ჰქონდა დიდი ხანი სურვილი, რომ თავის პროფესიას დაბრუნებოდა, რომელშცი საკმაოდ დიდი ხანი წარმატებულად მოღვაწეობდა. ეს გახლავთ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გააცნოს შესაბამისის სიახლეები საზოგადოებას, - ტქვა პაპუაშვილმა.