იწვა, ლოგინიდან არ ამდგარა, გამხდარია - ომბუდსმენის პირველი ინტერვიუ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ

20.03.23 13:05
იწვა, ლოგინიდან არ ამდგარა, გამხდარია - ომბუდსმენის პირველი ინტერვიუ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ

სახალხო დამცველის პირველი ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან პალატაში შეხვედრის შემდეგ. ერთ საათიანი შეხვედრის  შესახებ ლევან იოსელიანმა პირველების ჟურნალისტთან ისაუბრა.

სააკაშვილი იწვა, ლოგინიდან არ ამდგარა, გამხდარია - ამბობს ომბუდსმენი. ლევან იოსელიანმა პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის შეფასებისგან თავი შეიკავა. 

 ახალი სახალხო დამცველი ირწმუნება, რომ ლომჯარიას შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი არ დაიშლება და ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს განაგრძობს.

სამედიცინო სიმძიმეზე ვერ ვისაუბრებ. მასთან საუბარი მქონდა იმ მანდატის ფარგლებში, რაც მასთან შემიძლია, სახალხო დამცველის აპარატმა, რომ ზედამხედველობა გავაგრძელოთ მის ჯანმრთელობაზე. ასევე კონსილიუმთან დაკავშირებით ვუთხარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსილიუმთან ურთიერთობას და შემდგომ კონსილიუმი გადაწყვეტს, რა ფორმით ან როდის შეძლებს მონახულებას. გარდა ამისა, ბევრ საინტერესო რამეზე ვისაუბრეთ, რაც არ არის საჯაროდ სალაპარაკო.

მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივად არის გამხდარი, ვინაიდან მას წონა აქვს დაკლებული. ამაზე მეტად, მისი მდგომარეობის შეფასება ჩემი მხრიდან, არ იქნება სწორი. ის იყო მწოლიარე მდგობარეობაში და ფეხზე არ წამომდგარა. სახალხო დამცველის აპარატს აქვს, თავისი მანდატი, ხოლო კონსილიუმს, კი თავისი. კონსილიუმი ალბათ კიდევ მოინახულებს და თავის დასკვნასაც გამოაქვეყენებს. ჩვენ კონსილიუმის საქმიანობაში ასე პირდაპირ ვერ ჩავერევით"- თქვა იოსელიანმა.