"ოცნება" სახელმწიფო თანამდებობებით ვაჭრობს, ეს დანაშაულია - ნაცვლიშვილი

20.03.23 13:28
"ოცნება" სახელმწიფო თანამდებობებით ვაჭრობს, ეს დანაშაულია - ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" ლიდერები პარტიიდან  წამსვლელებთან თანამდებობებით ვაჭრობენ. ოპოზიციის წევრს მიაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს, კეთილდღეობა ვერასდროს იქნება.

ვაჭრობენ ამ თანამდებობებით, რომ ვინ წაახალისონ ყურმოჭრილი ერთგულებისთვის, ვინ დასაჯონ განსხვავებული აზრისთვის, ვის თითი დაუქნიონ, მაგრამ ამავე დროს ძალიან არ გადაიმტერონ, რომ გარკვეული საფრთხე მათთის არ გაჩნდეს. პირდაპირ ვაჭრობენ სახელმწიფო თანამდებობებით და ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თანამდებობების დაკავება არის პოლიტიკური ვაჭრობის და გარიგების საგანი, მოქალაქეს ვერანაირად ვერ ექნება დაცულობის და კეთილდღეობის მინიმალური მოლოდინიც კი. თუ ჩემთან არ ხარ, ჩემი მტერი ხდები, ამიტომ რაღაც ფორმით უნდა შეგინარჩუნო და შენც უნდა მაჩენო, რომ ჩემს ორბიტაზე დარჩები, - ასე მოქმედებს დანაშაულებრივი სინდიკატი, - ამბობს ნაცვლიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნებიდან" რამდენიმე დეპუტატი წასვლას გეგმავს. განაცხადაი მანდატის დატოვეაბსთან დაკავშირებით ირაკლი კოვზანაძემ უკვე შეიტანა. 

"პირველების" ინფორმაციით, მმართველი გუნდის ლიდერები რუსული კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატებს ახლა თანამდებობებით ევაჭრება მთავრობაში კაბინეტებს ჰპირდება.