როგორ სრულდება EU-ს 12 რეკომენდაცია - საკითხზე არასამთავრობოებმა და ოპოზიციამ იმსჯელეს
როგორ არ სრულდება საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 მოთხოვნა? - თემაზე სამსჯელოდ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ. შეკრებილები ევროკომისიის მოთხოვნებიდან მხოლოდ სამზე მსჯელობენ. საუბარია მართლმსაჯულების რეფორმაზე, საარჩევნო ბარიერის საკითხსა და ზედამხედველი ორგანოს შექმნაზე.
სამოქალაქო საზოგადოებაში აცხადებენ, რომ დრო არ იცდის, საქართველოს წამზომი აქვს ჩართული, ამიტომ არასამთავრობოები მთავრობისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
საიას კვლევა ძირითადად ეხება 12 რეკომენდაციიდან 3 რეკომენდაციას, რომელიც შეეხება მართლმსაჯულებას, საარჩვენო სისტემას, საარჩვენო სისტემის რეფორმას და ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმებს და დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. იყო ბევრი ხარვეზი, ამთ შორის, კვოტების შეზღუდვა, მაგალითად სამუშოა ჯგუფებში მხოლოდ 2 ენჯეოს დასწრება, ასევე იყო მაგალითად, წინასწარ განსაზღვრა დღის წესრიგების, - აცხადებენ მესამე სექტორში.
არამსათვრობო სექტორი ამბობს, რომ ხელისუფლება 12 რეკომენდაციას ფასადურად ასრულებს და დასავლელ პარტნიორებს თვალებს უხვევს.