რუსული კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატები დაატერორეს - დავით ბერძენიშვილი

20.03.23 13:48
რუსული კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატები დაატერორეს - დავით ბერძენიშვილი

რუსული კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატები დაატერორეს - სკანდალურ განცხადებას დავით ბერძენიშვილი ავრცელებს. 

პოლიტიკოსის თქმით, რუსული კანონის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ წნეხი იმდენად დიდია, რომ ისინი პარლამენტში დარჩენას ვერ ბედავენ: 

"აგენტების რუსული კანონისთვის" ხმის არმიმცემი სახელისუფლებო დეპუტატები ისე დაატერორეს, რომ ვერ ბედავენ პარლამენტში არასახელისუფლებო დეპუტატობას, ეტყობა. ეს პირველად ხდება ასე ჯგუფურად ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში.

ბნელი ქოცები რომ ჩაანაცვლებენ,  ეს ქვეყნის და საკუთარი შვილების წინაშე რომ უპასუხისმგებლობაა, მაინცდამაინც არ ადარდებთ.

რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი - ესაა მათი საქციელის ანა/ბანა. ნაკლები დისკომფორტი შვილებთანაც, ახლობლებთანაც,  სამშობლოსთანაც და... ბიძინას ხელისუფლებასთანაც.

მათზე გაცილებით დიდი სახელები იყო დსთ- ში შემთრევი ქართველი დეპუტატები 1994- ის მარტში. საზიზღრად მოიქცნენ. საშვილიშვილოდ მოიჭრეს თავი; მერა რა, რომ შერჩათ მაშინ. დეოკუპირებულ საქართველოში სახელმძღვანელოებში ამოიკითხავს მათი შვილიშვილების თაობა მათ სახელებს. 

ისე, იმათ კრემლის  მაინც ეშინოდათ, ახალგამოყრილები ვიყავით აფხაზეთიდან. ამათ კიდე ბიძინასთან და მის დოქსოპულოებთან (შემთხვევით არ გამხსენებია " მონანიება") დისკომფორტის ეშინიათ"- წერს ბერძენიშვილი.