ივანიშვილს ექვთიმეს ჩხენკელიც ეძახდა, თუმცა მონობა საკმარისი არ აღმოჩნდა - ჯაფარიძე

20.03.23 14:01
ივანიშვილს ექვთიმეს ჩხენკელიც ეძახდა, თუმცა მონობა საკმარისი არ აღმოჩნდა - ჯაფარიძე

"აბსოლუტური იდიოტობაა, რომ პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებს ახალი მინისტრი მოარჯულებს" - ასე ეხმიანება "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი მიხეილ ჩხენკელის თანამდებობიდან მოხსნის ფაქტს.

მისი შეფასებით, ჩხენკელი ბიძინა ივანიშვილზე ლოცულობდა და მას ექვთიმეს ეძახდა, თუმცა "მონობა საკმარისი არ აღმოჩნდა". 

საჭიროა მონა, რომელიც ასევე ეფექტური იქნება და ახალგაზრდებს გააჩერებს" - აცხადებს ჯაფარიძე. 

ოპოზიცია და სტუდენტები თანხმდებიან, რომ განათლების მინისტრს სტუდენტების აქციებში ჩართვა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლები არ აპატიეს“.

"პირველების" ინფორმაცით, მიხეილ ჩხენკელი თანამდებობიდან მიდის.