"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად დანიშნეს
"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი დაინიშნა.
მან მიხეილ ჩხენკელი ჩაანაცვლა.
ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება ჩხენკელს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოს მთავრობის ცნობით, განათლების ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გააგრძელებს.