"მშიშარა ოცნება ფიქრობს, რომ ძალისმიერი მეთოდებით დაელაპარაკება ახალგაზრდებს - ვაშაძე სამთავრობო ცვლილებებზე
„ყველა ადამიანი, ვინც რუსული რეჟიმის დავალებებს შეასრულებს მძიმე ლაქის და დამღის მატარებელი იქნება“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
პოლიტიკოსი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველი პარტია ცდილობს ძალისმიერი მეთოდებით დაელაპარაკოს ახალგაზრდებს:
მშიშარა, ჩამოშლის პირას მყოფი „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ განათლების მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, ის ძალისმიერი მეთოდებით დაელაპარაკება ახალგაზრდებს, ან სხვა საგანმანათლებლო წრეებს და ამით რაიმეს გამოასწორებს. არცერთ შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება "- ამბობს ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე მომავალ მინისტრს წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ გიორგი ამილახვარი სანამ მმართველი პარტიის დეპუტატი გახდებოდა, ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივარი იყო.
ოპოზიციონერის შეფასებით, მინისტრის ამპლუაში გადაბარგებით ის ვერანაირ პერსონალურ ბენეფიტს ვერ მიიღებს.
"პირველებს" ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა. განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის.