აიძულებენ თუ არა "ოცნებიდან" წამსვლელებს მანდატების დატოვებას - "ოცნება" შეკითხვას გაურბის

20.03.23 15:17
აიძულებენ თუ არა "ოცნებიდან" წამსვლელებს მანდატების დატოვებას - "ოცნება" შეკითხვას გაურბის

იაძულებენ თუ არა მანდატების დატოვებას "ოცნებიდან" წამსვლელებს - მმარელი გუნდის ლიდერები შეკითხვას გაურბიან. 

პარლამენტში, ბიუროს სხდომის დაწყებამდე "პირველებმა"  მმართველი გუნდის ლიდერებს ჰკითხა, ატერორებს თუ არა ხელისუფლება იმ ოთხ დეპუტატს, რომლებმაც პარტიის დატოვება გადაწყვიტეს და აიძულებენ თუ არა მათ მანდატების დატოვებას. 

პარლამენტის ვიცესპიკერი ამბობს, რომ დავით ბერძენიშვილი "სისულელეებს " ლაპარაკობს.

დავით ბერძენიშვილი სისულელეს ლაპარაკობს, - უთხრა "პირველებს" ვოლსკიმ.

შეკითხვას  გაექცნენ ლადო კახაძე და ანრი ოხანაშვილი.

დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ოცნებიდან" წასვლის მსურველები ისე დაატრორეს, რომ პარლამენტში დარჩენას უბრალო დეპუტატებად ვერ ბედავენ.