"ოცნება" რუსეთიდან მართული ძალაა და ის უნდა შეიცვალოს - გიორგი მარგველაშვილი
"ოცნება" რუსეთიდან მართული ძალაა და ის უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი "პირველებთან" საუბრობს. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და ის აუცილებლად ძალიან სწრაფად უნდა შეიცვალოს.
ვიღაცეებთან გავიარე, ვიღაცეებთან გავივლი და მიმდინარეობს პროცესი. რაც მე ვთქვი, მარტივია, რომ პროდასავლურად ვინც ვფიქრობთ და ვაზროვნებთ დღეს, ჩვენ არარეალური იქნება, რომ არ ვთქვათ, რომ ის, რაც დღეს ყველასთვის გახდა ცნობილი და ნათელი, ქართული საზოგადოებისთვის, პარტნიორებისთვის, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთიდან მართული ძალა, ამის მიმართ არ ვთქვათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ ძალის რაც შეიძლება სწრაფად ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გაშვების გზას. ჩვენ ყველამ, საქართველოს მოქალაქეებმა, „ოცნების“ მხარდამჭერებმა, არამხარდამჭერებმა, ჩვენმა პარტნიორებმა, ერთად დავინახეთ, რომ ეს არის პრორუსული ძალა, რომლის ნდობაც არ შეიძლება. ამ შემთხვევაში, ახლა რა განცხადებებიც გაკეთდა, აი, სიტყვა-სიტყვით განცხადება,რ ომ ცალკეა ქართელი ხალხი და ცალკეა ქართული ხელისუფლება, ეს არის მარტივად იმის თქმა, რომ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია, - თქვა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე დღის წინა გამოვიდა ინციიატვით, შეიქმნას სპეციალური შტაბი, რომელიც ხელისუფლების მშიდობიანად გადაბარებაზე იმუშავებს. მეოთხე პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნების საჭიროებას ხედავს.