არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე - შალვა პაპუაშვილი კითხვას პირდაპირ ვერ პასუხობს
შალვა პაპუაშვილი პირდაპირ ვერ პასუხობს კითხვას - არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე?! ოკუპირებული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს სხვა უწყებებთან ამისამართებს.
პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს ყველა გარემოება, გამოავლინოს ყველა დანაშაული და მოიძიოს დამნაშავეები.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო ერთ-ერთია იმ 39 სახელმწიფოსთან ერთად, რომელმაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა:
"ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტში, რომელიც არ გახლავთ სასამართლო, მაგრამ საქართველოს რაც შეუძლია, ეს არის, რომ მიმართოს იმ ორგანოს, რომელიც სწორედ ასეთ საკითხებს ადგენს", - თქვა პაპუაშვილმა.