სამი ოპოზიციური პარტია სტრასბურგში გამართულ შეხვედრებს აჯამებს

20.03.23 14:18
სამი ოპოზიციური პარტია სტრასბურგში გამართულ  შეხვედრებს აჯამებს

სამი ოპოზიციური პარტია სტრასბურგში გამართულ  შეხვედრებს აჯამებს. „გირჩი - მეტი თავისუფლების“, "სტრატეგია აღმაშენებლის" და "დროას" ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ პარტნიორები "ქართული ოცნებისგან" ვერ ხედავენ იმის მზაობას, რომ ხელისუფლებას ევროინტეგრაცია სურს. 

მათი ინფორმაციით, დასავლეთში კითხვები აქვთ საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებითაც. 

ვერ ხედავენ ქართული ოცნების მხრიდან მზაობას, რომ მოხდეს დემონსტრირება, რომ ჩვენ საქართველო ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ევროკავშირის. ეს ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ეს ეხება თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილს“ - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. 

 გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ  კვლავ გააჩინა შანსი, რომ წლის ბოლოს მივიღოთ დადებითი პასუხი. 

გიორგი ვაშაძე სამ ძირითად კომპონენტს ასახელებს, რომ წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი:

„პირველი ეს არის თორმეტი პუნქტი და რეფორმების შესრულება. მეორე - დაუყონებლის უნდა შეწყდეს თავდასხმები ჩვენს პარტნიორებზე და მესამე - უკრაინასთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს.“ - დასძინა მან. 

 „დროას“ თავჯდომარის ელენე ხოშტარია თქმით, დასავლეთი ძალიან ყურადღებით აკვირდება ქვეყაყანაში მიმდინარე პროცესებს და ადამიანის უფლების დარღვევაზე თვალს არავინ დახუჭავს. 

„ვის მიმართაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო გაშავების სიბინძურის ზეწოლის და შანტაჟის კამპანია, მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს ფაქტი არის გადაცემული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ისინი ძალიან ყურადღებით აკვირდებიან, მათ შორის ადამიანების უფლებების დაცვას და არ აპირებენ, რომ ამაზე თვალი დახუჭონ და ქართულ ოცნებაზე ზეწოლის ერთ-ერთი საფუძველი იქნება სწორედ ჩვენი თანამოქალაქეების შანტაჟი, რასაც ჩვენ ვხედავთ“- თქვა მან.