ვინ დაიკავებს ამილახვარისა და კოვზანაძის ადგილებს პარლამენტში?
გიორგი ჩაკვეტაძე მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ხდება - ეს უკანასკნელი გიორგი ამილახვარს ჩაანაცვლებს.
პარლამენტში ვიხილავთ თენგიზ შარმანაშვილსაც. შარმანაშვილი ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრი გახდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა.