სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით განაცხადი არ შემოსულა - ჯანდაცვის მინისტრი

20.03.23 16:43
სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით  განაცხადი არ შემოსულა - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამტკიცებს, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა.

მთავრობის წევრი ირწმუნება, რომ შესაბამისი მოთხოვნის შესვლის შემთხვევაში უწყება მას ოპერატიულად განიხილავს და შესაბამისის დოკუმენტაციის არსებობის პირობებში ჯანდაცვის სამინისტრო დასტურს გასცემს. 

ჩვენი კომპეტენციაა შესაბამისი საექიმო საქმიანობის ნებართვების გაცემა. ამ მომენტისთვის გიდასტურებთ, რომ ჩვენთან არანაირი განაცხადი შემოსული არ არის. თუ შემოვა, ძალიან ოპერატიულად, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო, განვიხილავთ და თუ არის შესაბამისი დოკუმენტაცია და კვალიფიკაცია ამ დასტურს ჩვენი სამინისტრო გასცემს... თუ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ ამ ექიმებზე, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ოპერატიულად განიხილავს. მოვიწვევთ იმ საბჭოს, სადაც უნდა გავიდეს ეს საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წესრიგშია, ძალიან ოპერატიულად დავადასტურებთ- განაცხადა აზარაშვილმა.