ნანა ტოხვაძე - "ბიძინას კარზე" დაწინაურდა "რუსული კანონის" მედროშე და ევროპული მომავლის მოღალატე დეპუტატი ამილახვარი
“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, განათლების ახალი მინისტრის დანიშვნას ეხმაურება. ნანა ტოხვაძის თქმით, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები კვლავ უცვლელი დარჩება, რადგან ამ თანამდებობაზე “რუსული კანონის” მედროშე და ევროპული მომავლის მოღალატე დეპუტატი დააწინაურეს.
"ბიძინას კარზე" დაწინაურდა "რუსული კანონის" მედროშე და ევროპული მომავლის მოღალატე დეპუტატი ამილახვარი. გვარის დამსახურებით მოექცა სიის სათავეში. უტყვი მორჩილებით და ამორალური განცხადებებით გამორჩეულები კასტინგს მარტივად გადიან!
ცხადია, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები უცვლელად დარჩება, რადგან "ერთი შეწვი,მეორე მოხრაკე" დაახლოებით ამ დატვირთვისაა მიხეილ ჩხენკელის გიორგი ამილახვარით ჩანაცვლება განათლებისთვის. პრინციპში, არც ადარდებთ ის უთვალავი გამოწვევა, რაც სისტემაშია. თუ გავიხსენებთ, რით დაგვამახსოვრა თავი პარლამენტში "მოღვაწეობისას" პატივცემულმა?! ბილწსიტყვაობით და ქალი დეპუტატების გინებით. განათლების კოდექსის შემუშავებაზე ამაყი განაცხადით, მაგრამ შედეგი არავის უნახავს.
კოვიდ პანდემიისას საპარლამენტო კონტროლისა და აღმასრულებელი რგოლის ზედამხედველობის ნიშანწყალი ვერ შევნიშნეთ.
მორალურ პლანში -ბავშვებზე ერთადერთი განცხადება გააკეთა (ვაკის პარკის ტრაგედიაზე) და ისიც, ამორალობის ფსერს რომ ხვრეტდა,ისეთი.
მოკლედ,პოლიტიკური ნიშნით თუ შევხედავთ, ორი მთავარი ამბავია:
1. ბიძინას კარზე კობახიძე-კალაძის "დაწინაურების" სიგნალია ამილახვარის მინისტრად დანიშვნა.
2. პატრონი ყმებისგან სრულ და უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს, რაზეც გიორგი ამილახვარის კანდიდატურა ზედგამოჭრილია, რადგან რაზე წამსვლელი და რის მკადრებლია ძალაუფლების შესანარჩუნებლად, უკვე გამოვცადეთ!“ - ამბობს ნანა ტოხვაძე