100 000-იანი "პაჭკები" სათითაოდ დავუთვალე, მისი ხმა ახლაც ყურებში მესმის - გალდავა ესებუაზე
„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმე - ბადრი ესებუას სასამართლო პროცესზე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი დაკითხეს.
ავთანდილ გალდავაა ის პირი, ვინც შეიარაღებულ თავდამსხმელს ნახევარი მილიონი გადასცა და ტყვედაც ჩაბარდა.
ავთანდილ გალდავამ „საქართველოს ბანკში“ განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა.
რუტინულად იმეორებდა, რომ არ სურდა ვინმე რიგითთან დაკავშირება - უნდოდა მაღალჩინოსანთან კომუნიკაცია... მითხრა, მოიტანეთ სასწრაფოდ 500 ათასი აშშ დოლარი, ასევე მოიყვანე ვერტმფრენი, რომ აქედან შევძლო მშვიდად წასვლა, მანამდე აქედან ერთი მძევალიც კი ვერ შეძლებს გასვლასო“, - განაცხადა ავთანდილ გალდავამ.
მისი თქმით, თავდამსხმელმა მას უთხრა, ფული პირადად მას მიეტანა.
როგორც მახსოვს, 100 000 იანი "პაჭკები" იყო. სათითაოდ დავუთვალე. მისი ხმა ახლაც ყურებში მესმის. მის ხმას მილიონ ხმაში გამოვარჩევ"- თქვა პოლიციის მაღალჩინოსანმა.