არავითარი ტერორი - "ოცნება" პარლამენტიდან წამსვლელ დეპუტატებზე ზეწოლას არ ადასტურებს

20.03.23 17:36
არავითარი ტერორი - "ოცნება" პარლამენტიდან წამსვლელ დეპუტატებზე ზეწოლას არ ადასტურებს

 "არ არსებობს, ესეთი მეთოდი არასდროს არ გამოყენებულა" - "ქართული ოცნება" ყოფილ თანაგუნდელებზე ზეწოლას გამორიცხავს. 

საუბარია "პირველების" ინფორმაციაზე, რომლის მიხედვიღაც  პარტიის თავმჯდომარე  ცდილობს, პარლამენტიდან წამსვლელი დეპუტატებს მანდატებიც დაათმობინოს.

ვფიქრობ, (პარლამენტიდან წასვლაზე) ამაში სკანდალურიც არაფერი არ არის, თუმცა არც თუ ისე  სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს დამოუკიდებელ დეპუტატად გაგრძელება არ სურთ, იმიტომ, რომ არ სურთ რომ „ქართული ოცნება“ დატოვონ როგორც ასეთი და სურთ, იმუშაონ სპციალობის მიხედვით, რაზედაც განცხადებებს აკეთებენ. როგორ შეიძლება გუნდმა აიძულოს მანდატი დატოვოს პარტიიდან გარიცხონ, ეგეთი რამე არ არსებობს, ესეთი მეთოდი არასდროს არ გამოყენებულა და არც ესეთი რესურსი"- აცხადებს გია ვოლსკი. 

ქეთევენ დუმბაძეც იმ დეპუტატებს შორისაა, ვინც კამერებთან ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია ზეწოლას არავისზე არ ახდენს: 

არავითარი ზეწოლაა, არავითარი ტერორი. როგორ შეიძლება, ნუ რომელი საუკუნეა მართლა. არა არა, არ ვიცი, არაფერი მსგავსი არ გამიგია. მე ასეთ საუბარს არც შევსწრებივარ და არც წარმომიდგენია და მე ვიღაცამ მითხრას, რომ ვთქვათ შენ თუ რაღაცა შენ წახვალ"- თქვა დეპუტატმა.