პოლონელი ექიმების სააკაშვილთან შესვლის თხოვნით არავის მოუმართავს - რატი ბრეგაძე

20.03.23 17:53
პოლონელი ექიმების სააკაშვილთან შესვლის თხოვნით არავის მოუმართავს - რატი ბრეგაძე

 იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს პოლონელი ექიმების კლინიკაში შესვლის თხოვნით უწყებისთვის არ მიუმართავს. 

რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ მესამე პრეზიდენტი ან მისი ახლობლები შესაბამის წერილს  იუსტიციის სამინისტროში წარადგენენ, რატი ბრეგაძე სააშვილს ჯანდაცვის მინისტრთანაც უშუამბდლებს. 

„თითქოს და მიხეილ სააკაშვილთან, სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს. 13:00 საათის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ გადავამოწმე და მინდა თამამად გითხრათ, რომ ამ დროისთვის, ვგულისხმობ პირველ საათს, არ ყოფილა შემოსული, არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან, რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხვოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები. თუ, უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით, სასურველ უცხოელ ექიმთა სიას ჩვენ ვუშუამდგომლებთ მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმისთვის, რომ შემდგომში ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა მიიღონ საექიმო საქმიანობის ნებართვა"-