ადამიანს განზრახ, ტყვიის გარეშე კლავენ - პაატა ბურჭულაძე მთავრობის სახელით დაწყებულ ტერორზე

20.03.23 18:09
ადამიანს განზრახ, ტყვიის გარეშე კლავენ - პაატა ბურჭულაძე მთავრობის სახელით დაწყებულ ტერორზე

ადამიანის განზრახ მკვლელობა სიტყვით - ასე აფასებს საოპერო ვარსკვლავი, პაატა ბურჭულაძე ტყუილზე აგებულ კამპანიას, რომლის სამიზნე ყველა ის ადამიანია, ვინც ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას ღიად და ხმამაღლა აპროტესტებს. 

ბურჭულაძე ამბობს, რომ ცილისმწამებლური კამპანია მისთვის უცხო არ არის, რადგან მისაფარი ბავშვების ყილაბიდან ფულის მითვისება მასაც დააბრალეს. 

„მესმის დავითის, (ტურაშვილის) იმიტომ, რომ მე ჩემს თავზე გამოვცადე. ჩვენზე, ფონდ „იავნანაზე“ დაიწყეს, რომ თურმე მშიერი ბავშვების ყულაბიდან ვიპარავ ფულს, ამის გადატანა ძაან ძნელია. ეს არის ადამიანის განზრახ მკვლელობა. ტყვიით მიყენებული ჭრილობა ინკურნება, სიტყვით კი არა.  ძნელია, პატიოსანმა ადამიანმა ეს  გადაიტანო.

დავით ტურაშვილმა, პატრიოტმა და წესიერმა ადამიანმა ეს ვერ გადაიტანა.  ასეთი ბრალდებები შეიძლება, გულში მოხვდეს პატიოსან ადამიანს, თორემ ისეთებს, როგორებიც "ოცნებაში" ზიან, რაც გინდა დააბრალე ყველაფერზე ხელის მომწერები არიან.“ - განაცხადა ბურჭულაძემ.