მმართველი გუნდიდან წამსვლელებს მანდატებს ართმევენ - გეგმა "ოცნების" ყოფილმა წევრებმა გაშიფრეს

20.03.23 20:11
მმართველი გუნდიდან წამსვლელებს მანდატებს ართმევენ - გეგმა "ოცნების" ყოფილმა წევრებმა გაშიფრეს

დეპუტატებს, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირეს, მანდატებს ტერორის გზით ართმევენ. კრიზისში მყოფი "ოცნების" ლიდერების გეგმა პარტიის ყოფილმა წევრებმა გაშიფრეს. ადამიანები, ვინც წლებია "ოცნებისა" და ივანიშვილის მართვის სტილს იცნობს, ყვებიან, რომ კობახიძე ახლა  მეამბოხე დეპუტატების მოშორებას ნებისმიერი გზით ცდილობს. პარტიის თავმდჯომარე ურჩ დეპუტატებს აღარ ენდობა და მათ სანაცვლოდ  პარლამენტში "ოცნების"  მორჩილი  წევრები შეჰყავს.

ტერორის გარდა მიდის ვაჭრობაც. წყარო  "პირველებს" უყვება, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს  მანდატების დატოვებისა და  გაჩუმების  სანაცვლოდ პოსტებს აღამასრულებელ ხელისუფლებაში პირდებიან.  

ერთადერთი, ვისი დათანხმებაც ირაკლი კობახიძემ ამ ეტაპზე  შეძლო, ირაკლი კოვზანაძეა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ უმრავლესობაც დატოვა და მანდატიც კობახიძეს დაუტოვა.

ვინ იქნება შემდეგი ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.