ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა შეცდომაა და ხაფანგია ოპოზიციისთვის - მამუკა ხაზარაძე
პარტია "ლელოს" თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა შეცდომაა.
მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ რიგგარეშე არჩევნები "ქართულ ოცნებას" ახლა ყველაზე მეტად აწყობს.
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის. ვადამდელი აწყობს "ოცნებას. ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგდოების დაკვეთა სწორედ ევროპაა.
სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს;
სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშნ 2024-ში "ოცნება" განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის. ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.