"სტუდენტებს რკინის ხელი სჭირდებათ" - განათლების მინისტრის პოსტი გიორგი ამილახვარს ჩააბარეს
"სტუდენტებს რკინის ხელი სჭირდებათ" - განათლების მინისტრის პოსტი გიორგი ამილახვარს ჩააბარეს. ახალ მინისტრს ერთი დიდი მისია აქვს: გაანეიტრალოს ახალგაზრდები, რომლებმაც ხელისუფლებას ე.წ გაზაფხულის აჯანყება მოუწყვეს.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ ღარიბაშვილის მიზანია ამილახვარმა სისტემა ისეთივე რეპრესიებით მართოს, როგორც ამას წულუკიანი აკეთებს.
მიხეილ ჩხენკელს კი სტუდენტების ამბოხი არ აპატიეს. მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ კრიზისში მყოფმა ოცნებამ ჯოხი მინისტრზე გადატეხა, თუმცა ბოლომდე მაინც არ გაწირეს. ჩხენკელს, რომელმაც მინისტრობის ორი წლის განმავლობაში თავი მხოლოდ იმით დაგვამახსოვრა, რომ ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა, ადგილი სწორედ ოლიგარქის უნივერსიტეტში მოუძებნეს.
"მისამართი შეგეშალათ"- უთხრეს ხელისფულებას სტუდენტებმა, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ განათლების მინისტრის ცვლილებით, ახალგაზრდებში პროტესტს ვერ ჩაახშობენ.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.