"ოცნებამ" დაუმორჩილებელი ხელოვანების მიმართ რეპრესიები დაიწყო

20.03.23 20:22
"ოცნებამ" დაუმორჩილებელი ხელოვანების მიმართ რეპრესიები დაიწყო

ტერორი "ოცნების" სახელით - ხელისუფლებამ დაუმორჩილებელი ხელოვანების მიმართ საბჭოთა რეპრესიები დაიწყო.  დათო ტურაშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა, კლინიკაში მოხვდა. მწერალი დღეს გამოწერეს, თუმცა მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

სახელისუფლებო მანქანის შტურმი ტურაშვილზე  მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ხმამაღალი პროტესტი გამოხატა. 

რეპრესიების მსხვერპლი გახდა გიორგი კეკელიძეც - კიდევ ერთი მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, რომელმაც თავისი საზოგადოებრივი პოზიცია ღიად გამოხატა. კეკელიძემ მარო მაყაშვილის სახელობის პირველი სტიპენდია წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონას მიაკუთვნა. ეს გადაწყვეტილება კი  "ქართული ოცნებისთვის " მეხის გავარდნის ტოლფასი იყო და მწერლის  გაშავების და ფაშისტად შერაცხვის  კამპანიაც აქტიურად დაიწყო.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.