რატომ არ უშვებენ პოლონელ ექიმებს სააკაშვილთან - "ოცნება" ტყუილში ამხილეს
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი "ქართულ ოცნებას" ტყუილში ამხელს. ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ პოლონელი ექიმების განაცხადი "ვივა-მედში" დაშვებასთან დაკავშირებით არ მიუღიათ. "ოცნების" საპასუხოდ კი გიორგი ჩალაძემ დღეს კონკრეტული დოკუმენტები გაასაჯაროვა, რაც ადასტურებს, რომ იუსტიციის და ჯანდაცვის მინისტრები სიმართლესაც მალავენ და უცხოელ მედიკოსებს სააკაშვილსაც უმალავენ.
"ახლოვდება ის დრო როცა ორგანოების გათიშვაა მოსალოდნელი, ვიტანჯები" - მიხეილ სააკაშვილს ამ ინტერვიუს პოლონური მედია ავრცელებს.
თითქმის ერთი საათი გაგრძელდა ახალი სახალხო დამცველის ვიზიტი პატიმარ პრეზიდენტთან. ლევან იოსელიანი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი პრეზიდენტის მდგომარეობის მონიტორინგს განაგძობს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.