EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ
ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
"ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენს უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შეიძლება გამართლებული იყო ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება", - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
მედია წერს, რომ რუმინელმა და ესტონელმა კოლეგებმა, ასევე მოუწოდეს ბლოკს, სანქციები დაწესდეს მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ.
გამოცემა ასევე წერს, რომ თბილისში, ორი კვირის წინ ათასობით ადამიანმა გააპროტესტა საკამათო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ.
„მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის შემდეგ კანონპროექტი ჩააგდო, მაგრამ სულ უფრო მეტი ქართველი შიშობს, რომ მათი მთავრობა მოსკოვს უახლოვდება. პარტიის დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან,“- წერს Politico.