ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ, ვაცნობიერებთ თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას - პრემიერი
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
გავრცელებულ განცხადებაში ღარიბაშვილი წერს, რომ "ოცნების" მიერ გატარებული რეფორმებით, არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი".
"ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს.
საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში.
ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. ამის დასტურია "ქართული ოცნების" მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი.
მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში", - ნაქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.