საქართველოში NGO-ები, დასავლეთის დახმარებით „მორიგ ფერად რევოლუციას" ამზადებენ - ლავროვი

21.03.23 10:44
საქართველოში NGO-ები, დასავლეთის დახმარებით „მორიგ ფერად რევოლუციას" ამზადებენ - ლავროვი

საქართველოში არასამთავრობო სექტორი, დასავლეთის დახმარებით „მორიგ ფერად რევოლუციას" ამზადებს" -ამ განცხადებას რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს. სერგეი ლავროვმა საქრთველოს შესახებ სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა. პუტინის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა აქცენტი  თანამშრომლობის ფორმატზეც გააკეთა, თუმცა თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთოებებს ხელს  დასავლეთი უშლის.

„დასავლეთი (ევროკავშირი და აშშ) ცდილობს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას თავს მოახვიოს თავისი პირობები. ის კვლავ პრეტენზიას აცხადებს, რომ დომინირებდეს და განამტკიცოს თავისი ჰეგემონია ყველგან, საკუთარი საზღვრებიდან შორს, პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს - ლეგიტიმურ ინტერესებს. მხედველობაში მაქვს, თურქეთის, ირანის და რუსეთის [მეზობლები].

რით ხელმძღვანელობს დასავლეთი, როცა სამხრეთ კავკასიაში რაღაც თამაშებს იწყებს? ამ გეოპოლიტიკურ ჩანაფიქრთან ერთად, დასავლეთი ხელს უწყობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, ფინანსურ, მატერიალურ მხარდაჭერას, რომლებიც, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, დაკავებულები არიან ღონისძიებებით, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ „მორიგი ფერადი რევოლუციის მომზადება“. ესეც არცთუ ძალიან დამალულია. ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილია. ასევე ცნობილია, როგორ გამოდიან საჯაროდ, იცავენ დასავლეთის ინტერესებს და ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ რუსეთის და ირანის ქმედებების, რაც ასევე ცნობილია.

ამიტომ, ახლა არ ვხედავ არანაირ შესაძლებლობას და აუცილებლობას სამხრეთ კავკასიის შესახებ დასავლეთთან რაიმე დიალოგის წარმოებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო რეგიონული დღის წესრიგის სხვა საკითხების უმრავლესობაზე", - თქვა სერგეი ლავროვმა.