სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 მნლ ევროს გადახდა დააკისრა

21.03.23 11:09
სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 მნლ ევროს გადახდა დააკისრა

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო და მას  5 მლნ ევროს გადახდა  დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  

თავდაცვის სამინიტრო ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელს  ზარალის ანაზღაურებას  უწყებაში ჩატარებული ფიქტიური წვრთნების და 5 მილიონი  ევროს გაფლანგვისთვის სთხოვს. 

კეზერაშვილის ადვოკატი განაჩენის აბსურდულობაზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ მოცემულ საქმეში სახელმწიფოს ინტერესს მხოლოდ ტელეკომპანია "ფორმულას" გაჩუმება წარმოადგენდა. 

შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს კანონიერი, როდესაც არ არსევბობს საქმეში კალკულაცია იმასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო თუ არა ზიანი დამდგარი თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და ერთადერთი, რასაც სამინისტრო ეყრდნობა თავისი პოზიციის ფორმულირებისას, ეს არის დებიტორულ დავალიანებად არსბეული ჩანაწერი, რაც აბსოლუტურად აცდენილია სამართლის საფუძვლებს. ზიანი უნდა დადგინდეს არა იმით, რა მიაჩნიოა დებიტორულ დავალიანებად ამა თუ იმ მხარეს, არამედ იმის მიხედვით, რა იყო რალურად მიყენებული ზიანი და ამისთვის ან ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო ან სხვა რამე სანდო დოკუემნტი ყოფილიყო წარმოდგენილი. ცხადია, სახელმწიფო თავს არიდებდა ასეთი წარმოების ჩატარებას, რადგან თუკი ის ჩაატარებდა ექსპერტიზას, დადგინდებოდა, რომ წვერთნები ჩატარებულია რეალურად და ზიანი, რომელზეც დავობს არის ტყუილი და საფუძველი გაოეცლებოდა არა მარტო სამოქალაქო საქმეს, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულუას" წინააღმდეგ არის რეალურად მიმართული, არამედ სისხლის სამართლის საქმესაც. აქ ცხადია, მტავარი სამიზნე არის ტელეკომპანია "ფორმულა", სხვა ინტერესის ახელმწიფოს არ გააჩნია, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 

განაჩენი დღეს საქმის კიდევ ერთ ბრალდებულთან, ალექსანდრე ნინუაასთან დაკავშირებითაც გამოცხადდა. მას ასევე ფულადი ჯარიმა დაერიცხა.