"გოგაშვილის თქმით, ივანიშვილმა მუხთარლის გატაცების ბრძანება გასცა" - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში
კრიტიკული მედიის დევნა, მედია მენჯერების უკანონო დაკავებები, პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობა და წამება - საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწავევს ანგარიში გასაჯაროვებულია. 57 გვერდიან დოკუმენტში საუბარია 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე, დაუსჯელ რადიკალებზე და აფგან მუხთრალის საქმეზე.
ანგარიში მედიას ენტონი ბლინკენმა თავად გააცნო.
დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილის შეფი სოსო გოგაშვილი ამტკიცებდა, რომ 2017 წელს მუხთარლის გატაცების ბრძანება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა და სწორედ გოგაშვილის განცხადების შემდეგ მიექცა თავიდან ყურადღება მუხთარლის საქმეს.
აზერბაიჯანელი თავისუფალი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქმეს ახლიდან ყურადღება 26 ივლისს მიექცა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, პატიმრობაში მყოფმა იოსებ გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა. თავის განცხადებაში ის ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2017 წელს მუხთარლის გატაცების ბრძანება გასცა. იმავე დღეს, მოგვიანებით, მუხთარლიმ მოუწოდა მთავრობას, გამოეკითხა გოგაშვილი მისი საქმის გამოძიების კონტექსტში. მუხთარლი ქვეყანაში 2021 წლის აპრილში დაბრუნდა, რათა გენერალური პროკურატურისთვის ჩვენება მიეცა 2017 წლის გატაცებასთან და აზერბაიჯანში იძულებით გადაცემასთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურატურამ აღიარა მის მიმართ ჩადენილი დანაშაული და 2021 წელს მიანიჭა „მსხვერპლის სტატუსი“.- წერია ანგარიშში.
57 გვერდიანი ყოველწიურ ანგარიშში პოლიტიკურ დევნას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მასში 8-ჯერ არის ნახსნები "მთავარი არხის" დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია და არა ერთხელ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილი.