ძალიან კრიტიკულები ხართ, ტყუილებს ავრცელებთ - პრემიერი "ტვ პირველს"
პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არასამთავრობოებს და მედიას სრული თავისუფლება აქვთ. ამის მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილი თავს "ტვ პირველს" დაესხა და თქვა, რომ არხი სიცრუეს ტირაჟებს და საზოგაოდება შეცდომაში შეჰყავს.
თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება, არასამთავრობო სექტორს, მედიას... აი, მაგალიტად, თქვენ წარმოადგენთ "ტვ პირველს" , რომელიც არის ძალიან კრიტიკული, ხშირად, უმეტესწილად, თქვენ არ ეყრდნობით ფაქტებს, არ ამოწმებთ ფაქტებს და ჩვენს საზოგადოებას ესაუბრებით ტყუილებით, ტყუილებს ავრცელებთ, მაგრამ ეს ნორმალურია. ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლეს ვერცერთი ანგარიშ ვერ არუდგება წინ, - თქვა პრემიერმა.