სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში "ქართული ოცნების" განაჩენია - "ლელო"

21.03.23 11:46
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში "ქართული ოცნების" განაჩენია - "ლელო"

საქართველოს შესახებ აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი "ქართული ოცნების" განაჩენს უწოდებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციურიმა პარტიამ  ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილა, რომელზეც საუბარია  აღნიშნულ ანგარიშში. სალომე სამადაშვილის თქმით, ანგარიში ცხადყოფს, რომ ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით ქვეყანაში პროგრესის ნაცვლად, რეგრესია. 

ეს ანგარიშები წლიდან წლამდე მძიმდება და 2022 წლის ანგარიში იკითხება როგორც განაჩენი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის, ვიდრე დასკვნა იმ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი ადამიანის უფლებების კუთხით. ეს ანგჰარიში მოიცავს უამრავ პრობლემას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, მაგრამ მე მინდა რამდენიმე საკიტხი, რომელიც უკავშირდება პირდაპირ ევროკავშირის 12 პუნქტიან მოთხოვნებს და ამ ანგარიშის თანახმად, ნათელს ხდის, რომ სწორედ იმ მთავარი მიმართულებებით, სადაც ევროკავშირი ელოედბა პროგრესს, რაც შეეხება სასამართლოს რეფორმას, რაც შეეხება ანტიკორუფციულ საქმიანობას, რაც შეეხება ადამიანის უფლებები განტკიცებას, ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არა თუ პროგრესი, არამედ ჩვენ, რეალურად, გვაქვს რეგრესი. უკან არის გადადგმული არაერთი ნაბიჯი. განსაკუთრებით ხაზგასმით ბევრს საუბრობს ანგარიში თავისუფალი მედიის უფლებების დაცვაზე, - განაცხადა სამადაშვილმა. 

კრიტიკული მედიის დევნა, მედია მენჯერების უკანონო დაკავებები, პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობა და წამება - საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწავევს ანგარიში გასაჯაროვებულია. 57 გვერდიან დოკუმენტში საუბარია 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე, დაუსჯელ რადიკალებზე და აფგან მუხთრალის საქმეზე.

ანგარიშში პოლიტიკურ დევნას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მასში 8-ჯერ არის ნახსნები "მთავარი არხის" დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია და არა ერთხელ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილი.