არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე? - ღარიბაშვილმა შეკითხვას არ უპასუხა

21.03.23 11:55
არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე? - ღარიბაშვილმა შეკითხვას არ უპასუხა

არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე? - ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ჰააგის სასამართლოს აგდაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა.

ღარიბაშვილმა კითხვა აირიდა და სამყაროში მოსალოდნელ მესამე მსოფლიო ომზე საუბრით განაგრძო ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმი.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის დაკავების ორდერები გასცა.