ეს არის "ოცნების" მხრიდან საკუთარი თანაგუნდელების დასჯა - სამნიძე
პოლიტიკური კრიზისი და რღევა "ქართულ ოცნებაში" - დაატოვებინებ თუ არა მანდატებს "ოცნებიდან" რუსული კანონის გამო წასულ დეპუტატებს.
პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ "ოცნებას," როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, რომ ის დეპუტატები, რომლებმაც საკუთარი პარტიისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, აღარ უნდა იყვნენ პარლამენტში.
სამნიძე ერთგვარ დასჯას უწოდებს მმართველი პარტიის მხრიდან საკუტარი გუნდიუს წევრების მიამრთ განხორციელებულ ამ პროცესს და წუხს, რომ დეპუტატების უმრავლესობა ვერ ბედავს, თან საკუთარი აზრი ჰქონდეს და თან მანდატიც შეინარჩუნოს.
"ქართული ოცნება" ისე მართავს საკუთარ პარტიას, როგორც უნდა, რომ მართოს ქვეყანა, საკუთარი კონტროლის ქვეშ, განსხვავებული აზრის გარეშე. ამიტომაც, თითოეული დეპუტატი, ვინც განსხვავებული აზრი დააფიქსირა, როგორც ჩანს, არ უნდა იყოს პარლამენტში. ეს არის ერთგავრი დასჯა "ოცნების" მხრიდან. ვწუხვარ, რომ ამ დეპუტატების უმრავლესობა ვერ ბედავს, რომ თან დარჩეს, შეინარჩუნოს მანდატი და ჰქონდეს განსხვავებული აზრი "ქართული ოცნებისგან", - ამბობს სამნიძე.
დღეს უნდა გაირკვევს შედგა თუ არა საბოლოო შეთანხმება ირაკლი კობახიძესა და იმ ხუთ დეპუატატს შორის, ვისაც რუსული კანონის გამო მმართველი გუნდი აღარ ენდობა.