"ხელი არ წაგიცდეთ მშვიდობიან მანიფესტანტებზე" - სამი ოპოზიციური პარტია პრემიერს აფრთხილებს

21.03.23 12:23
"ხელი არ წაგიცდეთ მშვიდობიან მანიფესტანტებზე" - სამი ოპოზიციური პარტია პრემიერს აფრთხილებს

 სამი ოპოზიციური პარტია, "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ევროპარლამენტარების წერილს, რომლებმაც საქართველოს პრემიერს წერილით მიმართეს, საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ.

"სტრატეგია აღმაშნებელის" ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, ხელი არ წაუცდეს და არ დააკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებმაც 7-9 მარტს რუსული კანონი გააპროტესტეს. გიორგი ვაშაძის თქმით, აღნიშნული საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე შეტევად იქნება აღქმული. 

7-9 მარტს მოხდა მშვიდობიანი მანიფესტანტების უკანონო დარბევა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ამ ტექსტში მოცემულია, რომ არა მანიფესტანტები უნდა დაისაჯონ, არამედ ის ადამიანები, ვინც გასცა ბრძანება და ვინც დარბევა განახორციელა 7-9 მარტს მშვიდობიანი მომიტინგეების. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავთ ღარიბაშვილს და ყველას, ხელი არ წაგიცდეთ არცერთ მშვიდობიან მანიფესტანტზე, ეს იქნება აღქმული როგორც შეტევაზე, მათ შორის, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, - თქვა გიორგი ვაშაძემ.