"ხვდებიან, გუნდში მათი დარჩენა ღირსების შემლახველია" - ნაცვლიშვილი "ოცნებაში" კრიზისის გაღრმავებას ელოდება

21.03.23 12:33
"ხვდებიან, გუნდში მათი დარჩენა ღირსების შემლახველია" - ნაცვლიშვილი "ოცნებაში" კრიზისის გაღრმავებას ელოდება

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი "ოცნებაში" კრიზისის გაღრმავებას ელოდება.

ოპოზიციონერის თქმით, მმართველ გუნდში თანაგუნდელების წინააღმდეგაც კომპრომატები ექნებათ და მისი განცხადებით, სწორედ ამ მიზნით უნდოდა "ოცნებას" მოსმენების და თვალთვალის გაფართოება.

ნაცვლიშვილი იმასაც ამბობს, რომ "ოცნების" იმ ხუთი დეპუატატისთვის გუნდში დარჩენა უკვე ღირსების შემლახველია.

ხვდებიან, რომ ამ გუნდში მათი დარჩენა არის ღირებულებითად ღირსების შემლახველი. ველოდები, რომ ეს კრიზისი გაღრმავდება. ალბათ, თავისი თანაგუნდელების წინააღმდეგაც აქვთ ძალიან ბევრი კომპრომატი. ამიტომ სურდათ მოსმენების და თვალთვალის გაფართოება. ამიტომ სურდათ სასამართლოს ჯიბეში ჩასმა, რომ მათ შორის საკუთარი თანაგუნდელებისგანაც დაეცვათ თავი, მაგრამ მასშტაბი აი ამ ხრწნისა, რომელშიც ეს დაჯგუფებაა შესული, უკვე იმდენად იდიდა, რომ შემობრუნების წერტილი აღარ არის", - ამბობს ნაცვლიშვილი.

პოლიტიკური კრიზისი და რღევა "ქართულ ოცნებაში" - დაატოვებინებ თუ არა მანდატებს "ოცნებიდან" რუსული კანონის გამო წასულ დეპუტატებს.

დღეს უნდა გაირკვევს შედგა თუ არა საბოლოო შეთანხმება ირაკლი კობახიძესა და იმ ხუთ დეპუატატს შორის, ვისაც რუსული კანონის გამო მმართველი გუნდი აღარ ენდობა.