სადაც ასეთი არაობიექტური კრიტიკა გვეხვდება, გვენება პასუხი - კობახიძე სახ.დეპის მწვავე ანგარიშზე

21.03.23 13:09
სადაც ასეთი არაობიექტური კრიტიკა გვეხვდება, გვენება პასუხი - კობახიძე სახ.დეპის მწვავე ანგარიშზე

 "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის  კრიტიკა არაობიექტურია და ამაზე მმართვცელ გუნდს აუცილებლად ექნება შესაბამისი პასუხი.

კობახიძე ასევე არ ეთანხმება დოკუმენტის იმ ნაწილსაც, სადაც საუბარია, რომ სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები არიან. 

როდესაც გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გვესმის, მათავარია ობიექტურ გარემოებებზე იყოს დაფუძნებული. თუ იქნება ობიექტური კრიტიკა, რა თქმა უნდა, მხედველობაში მივიღებთ და ვეცდებით ყველანაირად, რომ აისახოს ეს ყველაფერი ჩვენს ქმედებებზე. თუ არ იქნება კრიტიკა ობიექტური, ამაზე გვექნება სათანადო კრიტიკა. სათანადო კრიტიკაში იგულისხმება ის, რომ პასუხს გავცემთ ყველა შესაბამის განცხადებას. რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრებს, საუბარია, რამდენადაც ვიცი იმაზე, რომ არასამთავრობოების განცხადებების მიხედვით, სააკაშვილი და გვარამია ყოფილან პოლიტპატიმრები. ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ორი კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. სადაც ასეთი არაობიექტური კრიტიკა გვეხვდება, აქ გვენება ჩვენი პასუხი", - ამბობს კობახიძე. 

კრიტიკული მედიის დევნა, მედია მენჯერების უკანონო დაკავებები, პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობა და წამება - საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწავევს ანგარიში გასაჯაროვებულია. 57 გვერდიან დოკუმენტში საუბარია 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე, დაუსჯელ რადიკალებზე და აფგან მუხთრალის საქმეზე.

ანგარიშში პოლიტიკურ დევნას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მასში 8-ჯერ არის ნახსნები "მთავარი არხის" დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია და არა ერთხელ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილი.